ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა? სად? როდის?

18 ოქტომბერი, 2024

დღეს 18 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ წნორის N3 სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის? შემოდგომის სერიის ფინალი გაიმართა. მასში საჯარო სკოლის ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ფინალში ითამაშეს: ლიცეუმი „ინტელექტის“, წნორის N1, წნორის N3, საქობოს, ჯუგაანისა და ძველი ანაგის სკოლებმა.

საფინალო 25 კითხვის შემდეგ ფინალში გამარჯვებული გუნდები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლინდნენ:

I ადგილი: წნორის მე-3 საჯარო სკოლა "Senatus Populis Que Tsnorius".

II ადგილი: წნორის პირველი საჯარო სკოლა "არისტო".

III ადგილი: ჯუგაანის საჯარო სკოლა "ალეგრო".

სასკოლო სერიის საუკეთესო მოაზროვნე სკოლა "ინტელექტის" მოსწავლე გიორგი ჯანაშვილი გახდა.

გამარჯვებული გუნდები სიგელებით და საჩუქრებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა, ააიპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ნადიკაშვილმა და კულტურის სამსახურის უფროსმა ხათუნა აღამონაშვილმა დააჯილდოვეს.

ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.

ინტელექტუალური თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით ტარდება.

 

გააზიარე