ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა

15 ნოემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს.
საფინალო 25 კითხვის შემდეგ ფინალში გამარჯვებული გუნდი ვერ გამოვლინდა, რადგან მათ თანაბარი ქულები დააგროვეს. თამაში გაგრძელდა სუპერფინალში, სადაც დამატებითმა კითხვებმა, ასევე, ვერ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი.
შესაბამისად, პირველი ადგილი გაიყო ორმა გუნდმა თანაბარი ქულებით:
I ადგილი: სიღნაღის საჯარო სკოლის გუნდი "ფენიქსი" და წნორის III საჯარო სკოლის გუნდი "Senatus PopulusQue Tsnorius"
II ადგილი: წნორის I საჯარო სკოლის გუნდი "არისტოსი"
III ადგილი: ვაქირის საჯარო სკოლის გუნდი "კაბერნე". გამარჯვებული გუნდები სიგელებით, სმარტ საათებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.
ინტელექტუალური თამაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

 

გააზიარე