ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რთველი 2022

23 აგვისტო, 2022
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მუხუზლამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გივი მეტრეველთან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ,,რთველი-2022-ის“ წარმატებით ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მევენახეების მხარდასაჭერად სახელმწიფო ,,რთველი 2022-ის“ სუბსიდირებას წელსაც განახორციელებს , პროცესს კი კოორდინაციას საორგანიზაციო შტაბი გაუწევს.
იმავე დღეს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა Signagi ART Festival 2022 - ის ფარგლებში მოწყობილი ღვინის გამოფენა-გაყიდვა მოინახულეს, სადაც მწარმოებლებს, როგორც ბრენდირებული ისე გლეხური წესით დაყენებული ღვინო ჰქონდათ წარმოდგენილი.
გააზიარე