სააღდგომო ნობათი უფასო სასადილოს ბენეფიციარებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ქალაქ წნორსა და სიღნაღში ააიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოებს ესტუმრნენ.
დავით დურგლიშვილმა უფასო სასადილოების ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათები გადასცა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო ნობათი 197 ბენეფიციარს გადაეცა.