ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია

9 ნოემბერი, 2023
მერიის თანამშრომლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობა გააცნეს.
ამომრჩევლების ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მერიის თანამშრომლებისთვის და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მათ ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს, მოხდა აპარატების დემონსტრირება და ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა.
ღონისძიება განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, რაც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაციას მოიცავს და არჩევნების მოდერნიზების პროცესს უკავშირდება.
ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ჩართული მხარეების მომზადებასა და ამომრჩეველთა ინტენსიურ ინფორმირებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს 2024 წლის არჩევნების მაღალ, პროფესიულ დონეზე ჩატარებას.

 

გააზიარე