საახალწლო ღონისძიებები
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
63-ე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთვასდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
5 იანვარს ქალაქ სიღნაღში დავით აღმაშენებლის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები 14:00 საათზე დაიწყება.
დღის პირველი ნახევარი დაეთმობა ბავშვთა გასართობ კონცერტებს და აქტივობებს. მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ანიმატორები და ზღაპრის გმირები. ტერიტორიაზე მოეწყობა ფერადი გასაბერი ბატუტი. ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საშობაო ბაზრობა/ გამოფენა-გაყიდვა.
14:00 საათიდან იქნება სანტა, რომელიც სანტას სახლში უმასპინძლებს ბავშვებს თუ მოზარდებს და ტკბილეულს გადასცემს.
ასევე, 14:00 საათიდან, დაიწყება „მეკო სტუდიას“ საბავშვო კონცერტი 1,5 საათიანი პროგრამით.
საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ბავშვები და ადგილობრივი ანსამბლები.
ღონისძიების წამყვანია თათია ქვრივიშვილი.
18:00 საათზე ქალაქ წნორში მაკა ზამბახიძის და ჯგუფი „ნონ სტოპის“ მონაწილეობით მთავარი საახალწლო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.