საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით სიღნაღში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.
• 14:00 - 19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;
• 14:00 - 19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები;
• 15:00 - 17:00 ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთან
• 14:00 - 14:30 - თოჯინების თეატრი „ჟოზე“
• 15:00 - 16:00 საბავშვო კონცერტი - „მეკო სტუდია“
• 16:00 - 17:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
• 18:00 - მთავარი ნაძვის ხის ანთება
საახალწლო ღონისძიებას, საღამოს 18:00 საათიდან „ჯგუფი „ურსა“ და ჯგუფი „მიქსტურა“ გააგრძელებენ.