საბჭოთა ოკუპაციის დღე
25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს დროშები დაეშვა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა, რის შედეგადაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.