ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„საწყობების“ და „სადალაქოს“ საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

15 ივლისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში შიდა ე.წ. „საწყობების“ და „სადალაქოს“ საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ დროისთვის ჩიხებსა და ეზოებში შესასვლელების მოასფალტება მიმდინარეობს. რაც შეეხება სანიაღვრეებს, მისი მოწყობა თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მცირედი სამუშაოები, რაც უახლოეს პერიოდში შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ამ გზებზე ასფალტის ერთი ფენა უკვე დაგებულია. ზემოთ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მეორე ფენის დაგება დაიწყება.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 670 000 ლარია, მთლიანობაში 790 მეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გზები წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

გააზიარე