საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობდა.
მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანში, ტიბაანში, ილიაწმინდაში, მაღაროში, ქალაქ წნორსა და სიღნაღში გზების სარეაბილიტაციოდ მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა.
მთელი წლის განმავლობაში 25 000 გრძივი მეტრის გზის საფარი დაიგო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას.
ამ დროისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის 26 პროექტი მიმდინარეა, ხოლო 11 - დასრულებული.
ჯამში გზების რეაბილიტაციისთვის 16 410 639 ლარი დაიხარჯება.