საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა
სოფელ ქვემო ბოდბეში რიყის უბნისა და ე.წ ოთარაანთ უბნის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 1687 მეტრ მანძილზე ასფალტო-ბეტონი მოეწყობა და მისი ღირებულება 1 645 026 ლარია.