საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.
სოფელ ჯუგაანში ცენტრალური (სკოლასთან მისასვლელი) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
გზის მონაკვეთის სიგრძე 930 მეტრს შეადგენს. გზა ორფენოვანი 10 სმ. ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება, რომელიც მიმდებარე ჩიხებისა და ეზოების შესასვლელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
გზის ნაწილზე ასევე ბეტონის ბორდიური და ასფალტის საფარიანი ტროტუარი მოეწყობა, ხოლო საჯარო სკოლის შენობის წინ ერთფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 850 000 ლარია.