ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში

3 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები სოფლებში გასვლით შეხვედრებს მართავენ.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სიღნაღის, ძველი ანაგის, ბოდბისხევის, ერისიმედის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გაიმართა.
ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფლებში საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ბავშვთა უფლებების შესახებ მუნიციპალური მომსახურების ახალ სტანდარტს აცნობენ.
ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის მიზანია პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და არსებული საფრთხეების პრევენცია, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნება და ოჯახების მხარდაჭერა.

 

 

გააზიარე