საჯარო განხილვა-დისკუსია
კახეთში, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ საჯარო კონსულტაციაზე, 2024-2030 წლების სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.
საჯარო კონსულტაციაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოსა და სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად იღებდა მონაწილეობას.
საჯარო განხილვაზე იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
,,საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დოკუმენტების დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი.