ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"საჯაროდ გამოსვლების კონკურსის" ფინალური შეხვედრა

15 დეკემბერი, 2022
ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში პროექტის "საჯაროდ გამოსვლების კონკურსის" ფინალური შეხვედრა გაიმართა.
დასკვნითმა ღონისძიებამ წარმატებულად ჩაიარა, სადაც პროექტის ხუთი საუკეთესო მომხსენებელი გამოვლინდა.
ღონისძიების დასასრულს პროექტის მონაწილეების სერტიფიკატებით დაჯილდოება გაიმართა.
გამარჯვებულებს სერტიფიკატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა და მერის მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა გადასცეს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება.
პროექტი "საჯაროდ გამოსვლების კონკურსი" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და სიღნაღის ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა განახორციელა.

 

გააზიარე