ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში

10 May, 2023
გაიცანით მაკა ბოლღაშვილი - საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში.
მაკა ბოლღაშვილი არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის XII კლასის მოსწავლე.
ვარჯიში დაიწყო 2022 წელს ააიპ სპორტის განვითარების ცენტრის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციაში.
2023 წლის თებერვალში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით 23 წლამდე კატეგორიაში დაიკავა II ადგილი.
2023 წლის აპრილში წარმატებით იასპარეზა და გახდა საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში (63 კგ კატეგორიაში).
არის ძიუდოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრი.
მაკას მიზანია 2023 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვოს ოლიმპიური ლიცენზია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მაკა ბოლღაშვილს ულოცავს საქართველოს ჩემპიონობას და სპორტულ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

 

გააზიარე