ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერება

5 აგვისტო, 2024

“საქართველოს მუნიციპალური მრჩეველთა საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერება“ პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომელშიც სიღნაღის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრი თეკლა ელიზბარაშვილიც მონაწილეობდა.

მონაწილეებმა 3 დღის განმავლობაში შეძლეს ერთმანეთის გაცნობა და კავშირების დამყარება, რაც მათ შორის კომუნიკაციას და თანამშრომლობას გაამარტივებს. ტრენინგზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უფრო ეფექტურად და ჰარმონიულად იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე.

ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება მონაწილეობრივი მექანიზმებისა და საბჭოს უკეთესი მუშაობისთვის საჭირო ელემენტების შესწავლას დაეთმო. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ დაეხმარება მომავალში მიიღონ უფრო აქტიური და პროდუქტიული როლი საბჭოს საქმიანობაში.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკები და გამოცდილება, რაც დაეხმარებათ ახალი იდეების და ინიციატივების განვითარებაში. ეს ურთიერთგაცვლა კიდევ უფრო გაამყარებს მათ ცოდნას და გააძლიერებს ურთიერთობებს.

ამ სასარგებლო და ნაყოფიერი დღეების შემდეგ, ჩვენ დავაჯილდოვეთ ყველა მონაწილე სერტიფიკატებით, რათა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მათი აქტიური ჩართულობისთვის.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაცია (AYACG). „EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ პროექტის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით. 

 

გააზიარე