საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან ანგარიშებით წარდგენა გრძელდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან ანგარიშებით წარდგენა გრძელდება.
სოფელ ტიბაანის, ქვემო მაჩხაანის, ხირსის და ხორნაბუჯის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა შანშაშვილმა, ქალაქ წნორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ კუტიბაშვილმა და სოფელ ანაგის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო სიმონიშვილმა ამომრჩეველს 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წ 10 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს.
ანგარიშის მოსმენის სხდომა ქალაქ წნორში, სოფელ ტიბაანსა და მაჩხაანში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია პავლიაშვილმა წარმართა, ხოლო სოფელ ანაგაში საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ივანე მირიანაშვილმა.
ანგარიშის წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.
ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრების საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს.
საკრებულოს ყველა წევრი ამომრჩეველს კანონის შესაბამისად მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშს წარუდგენს. თითოეული წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.