საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომას ასევე ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელმაც ისაუბრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შესახებ, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურის დაფუძნებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტში გრანტის მიღებასა და ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.