საკრებულოს სხდომა
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა 2022 წლის გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა.
მალხაზ ბეგიაშვილმა განხორციელებულ პროექტებზე, მერიის სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობაზე და მიმდინარე გეგმებზე ისაუბრა.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.
მერის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა დადებითად შეაფასეს.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვასილ ბალიაშვილის 2022 წლის გაწეული
მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
მომხსენებელი: ვასილ ბალიაშვილი, მალხაზი ხუციშვილი.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
5. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
მომხსენებელი: დავით ჯანიკაშვილი
6. ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის მოადგილე ნატო უსენაშვილის გადაყენების ცნობად მიღების შესახებ.
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
ინფორმაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის ანგარიში სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: