საკრებულოს სხდომა
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. ა(ა).ი.პ. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს“ დირექტორის ქეთევან ნადირაშვილის 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ქეთევან ნადირაშვილი, ნანა ნანობაშვილი
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) „ა(ა).ი.პ. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორში მდებარე 59 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №56.04.50.173.), სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და ქონების საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი