ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

27 მარტი, 2024
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა საკრებულოს 2023 წლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მერმა განხორციელებულ პროექტებზე, მერიის სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობაზე და მიმდინარე გეგმებზე ისაუბრა.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.
მერის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა დადებითად შეაფასა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი:
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მალხაზი ბეგიაშვილის ანგარიში 2023 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ“;
მომხსენებელი: უჩა ნონიაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
3. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების შესახებ“;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
4. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
5. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, მზია სუხიშვილი
6. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N15 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, მზია სუხიშვილი
7. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
8. ,,განმეორებითი აუქციონის საწყისი საპრივატიზებო საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

 

გააზიარე