ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

30 April, 2024
დღეს 2024 წლის 30 აპრილს 14:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი:ქ. სიღნაღი დავით აღმაშენებლის მოედანი #2), სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1.ა(ა).ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორის თენგიზ მოსულიშვილის 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: თენგიზ მოსულიშვილი, ნანა ნანობაშვილი
2.ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ;
მომხსენებელი: თინათინ ბეგიაშვილი, ნანა ნანობაშვილი
3.საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
4.„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორში, მშვიდობის ქუჩაზე (არქიმედეს კლინიკის სიახლოვეს) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1170 მ2 ფართობიდან 258 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ. N56.04.50.173 პირდაპირი წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემასა და ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 01 თებერვლის N4 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
5.სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტის (N14 ქუჩის) სახელდების შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
6.სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტის (N8 ქუჩის) სახელდების შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
7.სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტის „მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის“ ქუჩის სახელის გადარქმევის შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
სესიაზე ასევე დამატებით საკითხად განიხილეს:
8.სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ ,,გოეთეს ინსტიტუტიდან“ ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის განხორციელების მხარდაჭერის მიზნით გრანტის მიღებაზე თანხმობის შესახებ.

 

გააზიარე