ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

10 ივნისი, 2024

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგი:

1. 2023 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ;

მომხსენებელი: მარი შარმიაშვილი, ია პაპუაშვილი, მზია სუხიშვილი

2. ა.(ა).ი.პ. სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორის ნათელა ნადიკაშვილის 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

მომხსენებელი: ნათელა ნადიკაშვილი, ნანა ნანობაშვილი

3. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 აგვისტოს განკარგულებით დამტკიცებული საპრივატიზაციო ობიქტების ნუსხიდან სოფ. ანაგაში მდებარე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობის (ს.კ. 56.01.54.005.002) ამოღების შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2024 -2025 წელს განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;

მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი

6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. სიღნაღსა და ქ. წნორში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ;

მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი

7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების, ტარიფების და შეღავათების დადგენის შესახებ.

მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი

 

 

გააზიარე