ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

31 ივლისი, 2024

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს

დღის წესრიგი:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე მზია სუხიშვილის 2023 წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

მომხსენებელი: მზია სუხიშვილი

2. ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის თინათინ ბეგიაშვილის 2023-2024 სააღმზრდელო წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

მომხსენებელი: თინათინ ბეგიაშვილი, ნანა ნანობაშვილი

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქ. სიღნაღში მდებარე 278 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან-საკადასტრო კოდი №56.14.41.638, 45 კვ.მ. ფართის სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით), აუქციონის წესით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისათვის ქ. სიღნაღში მდებარე 278 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან-საკადასტრო კოდი №56.14.41.638, 12 კვ.მ. ფართის სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით), აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისათვის ქ. სიღნაღში მდებარე 278 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან-საკადასტრო კოდი №56.14.41.638, 9 კვ.მ. ფართის სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით), აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისათვის სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონალური ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების სიღნაღის მუნიციპალური განყოფილებაზე პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ (თხოვებით), მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, (პროცესორი HP 285 G2 MT Business PC Serial No- CZC6137F16, მონიტორი HP P222va) პრინტერი RICON (SP 230SFNW, Serial No- 5292X103336), პრინტერი HP (M130NW, Serial No-VNC NK06014) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ;

მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი

8. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ;

მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი

9. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. (დამატებითი)

მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი

 

გააზიარე