საკრებულოს სხდომა
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის #25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების მიზნით „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 ნოემბრის N21 დადგენილების შესრულების შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2024 -2025 წელს განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის გეოგრაფიული ობიექტის, პოეტების ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაღაჯში #2 ქუჩისათვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, მზია სუხიშვილი
8. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ელექტროკარდიოგრაფის აპარატის CEO120-3 არხიანი, მასალით კომპლექტში, პირდაპირი წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვება) სოფელ საქობოს საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმისათვის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
9. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ელექტროკარდიოგრაფის აპარატის CEO120-3 არხიანი, მასალით კომპლექტში, პირდაპირი წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვება) სოფელ მაღაროს საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმისათვის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
10. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. №56.03.57.438; ს.კ. №56.04.55.210) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
11. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
ასევე დამატებით საკითხად განიხილეს:
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,რაგბის კლუბი ვეფხვები“-ს წევრად გახდომის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი