ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

17 ოქტომბერი, 2024

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

დღის წესრიგი:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მალხაზი ხუციშვილის 2023 წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი

2. ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების დირექტორის ლალი ფოლადაშვილის 2023 – 2024 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

მომხსენებელი: ლალი ფოლადაშვილი, ნანა ნანობაშვილი

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ერისიმედი, მაშნაარი, ვაქირი) ქუჩების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 თებერვლის Nგ-55.5540573 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი

4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. სიღნაღში, დ.აღმაშენებლის მოედანი N2-ში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე არსებული 34 კვ.მ ფართის 1 ოთახის ( საკ.კოდი 56.14.42.057) პირდაპირი წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

 

გააზიარე