ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

31 May, 2023
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2023-2024 წლებში განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. სკოლისგარეშე დაწესებულება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის ნელი დალაქიშვილის 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ნელი დალაქიშვილი, ნანა ნანობაშვილი
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ნანა ნანობაშვილი
6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, მზია სუხიშვილი
7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ზურაშვილის 2022 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
სხდომას ასევე ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი.

 

გააზიარე