ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა

30 ოქტომბერი, 2023
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის გიორგი ბაღანაშვილის 2023 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი, ირაკლი ზურაშვილი
2. ა(ა).ი.პ. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის შოთა ბეგიაშვილის 2023 წლის 9 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: შოთა ბეგიაშვილი, ნანა ნანობაშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, ქ.სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის ქუჩაზე არსებული 42 ერთეული გარე განათების ბოძების (ს/კ N56.00.260) წერტილის, სს „სილქნეტისთვის“ (ს/ნ 204566978), პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და ქონების საიჯარო ქირის წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
4. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N56.04.50.440) 36 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული 31მ2 ფართობის შენობა-ნაგებობის პირდაპირი წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა) გადაცემასა და ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 12 ოქტომბრის N65 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
5. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
6. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში უსახელო ქუჩისათვის (საკადასტრო ნახაზზე გამოსახული AGM მრუდი) „ქიზიყის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის N8 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი
7. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში „ქიზიყის“ ქუჩის მონაკვეთისათვის (საკადასტრო ნახაზზე გამოსახული WPN მრუდი) „ქიზიყის“ ქუჩის ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 აპრილის N18 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
მომხსენებელი: ირაკლი ზურაშვილი

 

გააზიარე