საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო - 06.07.2021
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1.მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ:
მომხსენებელი: ზურაბ კახეთელიძე, გოჩა შანშაშვილი.
2. „ქ.სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანი N2-ში მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე არსებული 34 კვ.მ ფართის ერთი ოთახის (საკ.კოდი 56.14.42.057) პირდაპირი წესით სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზუფრუქტი) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის #45 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ;
მომხსენებელი: ილია ბაიდოშვილი.
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
მომხსენებელი: ხათუნა აღამონაშვილი, ნანა ნანობაშვილი.