ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

26 იანვარი, 2022

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს.

დღის წესრიგი:

1. ა(ა)ი.პ. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების დირექტორის ლალი ფოლადაშვილის 2021 წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

მომხსენებელი: ლალი ფოლადაშვილი, ნანა ნანობაშვილი 

2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი 

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ;

მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი

4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ელექტროკარდიოგრაფის აპარატის CEO120-3 არხიანი, მასალით კომპლექტში, პირდაპირი წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვება) სოფ. ზემო მაღაროს საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმისათვის (გია ყანდაშვილი) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი

6. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხსენებელი: მზია სუხიშვილი

7.„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი

 

გააზიარე