ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

19 April, 2022
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზ ხუციშვილი
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ანა შაიშმელაშვილი, მალხაზ ხუციშვილი
3. საპრივატიზებო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მომხსენებელი: მალხაზი ქადაგიშვილი
4. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუგაანში მდებარე შენობის (ამბულატორიის) პირველი სართულის 62.96 კვ.მ-ის ფართობის (საკ კოდი #56.06.54.005 ), პირდაპირი წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა ) თამაზ ალადაშვილზე (პ.ნ. 10001007518) გადაცემასა და ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17თებერვლის #11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. სიღნაღში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 3035 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს.კ.№56.14.42.040) 12 კვ.მ. ფართის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასა და საიჯარო ქირის საფასურზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ვაქირში, ადმინისტრაციული შენობის (საკადასტრო კოდი №56.02.56.002) I სართულზე მდებარე 17.76 კვ.მ. ფართობის ერთი ოთახის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასა და საიჯარო ქირის საფასურზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი
7. ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ დირექტორის თენგის მოსულიშვილის 2021 წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ.
მომხსენებელი: თენგიზ მოსულიშვილი, ნანა ნანობაშვილი
 
გააზიარე