ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქველმოქმედო აქცია

5 ივლისი, 2022

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია გამართა.

წითელი ჯვრის საზოგადოების სიღნაღის ფილიალის თანამშრომლებმა უკრაინელი მოქალაქეების მიმართ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოხატეს და მედიკამენტებთან ერთად, სასურსათო ამანათები გადასცეს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ამანათები და მედიკამენტები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩვიდმეტმა უკრაინელმა მოქალაქემ მიიღო.

 

გააზიარე