სამოქალაქო ბიუჯეტი სიღნაღში
13 სექტემბერს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში საპროექტო წინადადების ავტორებთან სამუშაო შეხვედრა იგეგმება, რომლის მთავარი მიზანი მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიმოხილვა იქნება.
შეკრება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის მადონა ბატიაშვილის სამუშაო ოთახში გაიმართება, რომელსაც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროექტის ავტორი ვერ შეძლებს შეხვედრაზე დასწრებას, მისთვის დაინიშნება ალტერნატიული დღე, რომელიც წინასწარ დაანონსდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქვემოთ იხილეთ შეხვედრის განრიგი:
პირველი ზონა - 11:00 საათი;
მეორე ზონა - 13:00 საათი;
მესამე ზონა - 15:00 საათი;