ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა

11 ნოემბერი, 2022
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. მომავალი წლის ბიუჯეტის დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტები საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს და საკუთარ სარეკომენდაციო წინადადებებს მერს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის გამჭირვალობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
მიმდინარე წელს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა მეორედ გაიმართა.

 

 

გააზიარე