ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა

15 ნოემბერი, 2021

✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში დანიშნულ თავის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

✅ მათ სოფლებში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„თითოეულ თქვენთაგანს ჩემს მეგობრად და თანამებრძოლად გთვლით. ყველას საერთო ამოცანაა, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩეს არცერთი მოქალაქის თხოვნა ან პრობლემა. ამაში თქვენ განსაკუთრებული როლი გეკისრებათ,“ - განაცხადა საუბრისას მალხაზ ბეგიაშვილმა.

✅ შეხვედრის დასასრულს, მათ მერმა ერთობლივ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

#სიღნაღისმერია

#მერიამუშაობსთქვენთვის

 

გააზიარე