ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა

24 ივნისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანი კულტურის და განათლების, ასევე ახალგაზრდული მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება, ახალი გეგმების შემუშავება, კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა და მათი განხორციელება გახლდათ. ამისათვის, თანამშრომლებმა მერთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედეს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს და 2021-2023 წლის სამოქმედო გეგმას, შეაფასეს რამდენად შესაბამისობაშია დღევანდელ მდგომარეობასთან, რისი შეცვლა ან დანერგვაა საჭირო გეგმის წარმატებით განსახორციელებლად. პირველი ეტაპისთვის, მერმა თანამშრომლებს კონკრეტული დავალებები მისცა. მათი უპირველესი ამოცანა ახალგაზრდული საბჭოს შექმნა, მისი დებულების მომზადება, ახალგაზრდული ცენტრების კონცეფციაზე მუშაობა, ბიუჯეტი და პროგრამული უზრუნველყოფაა.

მნიშვნელოვანია, რომ მერიასთან ერთად მუშაობაში აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო სექტორი, კერძოდ „სამოქალაქო ინიციატივის“ ახალგაზრდა მუშაკთა ასოციაციისა და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები. აქვე აღვნიშნავთ, რომ აგვისტოს ბოლოს ერთობლივი მუშაობის შედეგად საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მერიის პოლიტიკა ახალგაზრდებთან მიმართებაში, რასაც კვლავ ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება.

 

გააზიარე