ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო შეხვედრა

12 იანვარი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორია. პროგრამა, მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას, თვითმმართველობის ეფექტური საქმიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებსა და საჯარო მოხელეებთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შემუშავდა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სხვადასხვა პროექტები და აქტივობები.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

გააზიარე