სამუშაო თათბირი მერის წარმომადგენლებთან
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა, მოადგილეებთან დავით დურგლიშვილთან და გოჩა ვარდიაშვილთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
მალხაზ ბეგიაშვილმა სოფლებში მიმდინარე გარდამავალ ინფარსტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები მისცა.
მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ისაუბრა, რომელიც თებერვალში დაიწყება და მერის წარმომადგენლებს მოქალაქეების ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობისკენ მოუწოდა.