ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი

8 ივლისი, 2021

სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი ქალაქ სიღნაღში 1998 წელს გაიხსნა.

სანდრო მირიანაშვილი იყო თვითნასწავლი მხატვარი და კომპოზიტორი. მან დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ესტრადას. მისი დამსახურებაა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ვოკალური საანსამბლო ფორმების: დუეტის, ტრიოს და კვარტეტის დამკვიდრება. საესტრადო სიმღერებში ქართული ხალხური საკრავები პირველად სანდრო მირიანაშვილმა გამოიყენა. იგი ათასზე მეტი სიმღერის და რომანსის ავტორია.

სანდრო მირიანაშვილმა თვითნასწავლ მხატვართა რესპუბლიკურ გამოფენებში მონაწილეობა არაერთხელ მიიღო, მის ფუნჯს 196 ფერწერული ტილო ეკუთვნის.

კომპოზიტორმა თავისი ნამუშევრები, ეთნოგრაფიული მასალა, პირადი ნივთები, ჯილდოები, ხატების და ხალხური საკრავების კოლექცია კულტურის სამინისტროს გადასცა, რომელიც ამჟამად ქალაქ სიღნაღში მის მემორიალური მუზეუმში ინახება.

მიღების დღეები: სამშაბათი-შაბათი;

დასვენების დღეები: ორშაბათი და ყველა სადღესასწაულო უქმე;

მიღების საათები: 10:00-17:00; 

 

გააზიარე