სასურსათო კალათები ერისიმედის მოსახლეობას
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები საზღვრისპირა სოფელ ერისიმედს ესტუმრნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო სასურსათო კალათები გადასცეს.
სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი სასაჩუქრე კალათი იძულებით გადადგილებული პირებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს დაურიგდათ. სასურსათო პაკეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორასსამოცდახუთმა ოჯახმა მიიღო.