სასურსათო კალათების დარიგება
სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საახალწლო სასურსათო კალათები მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის დარიგდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, მერის წარმომადგენლებმა და სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლოდ სასურსათო პაკეტები გადასცეს.
სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი სასაჩუქრე კალათი იძულებით გადადგილებული პირებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს დაურიგდათ. სასურსათო პაკეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ორასსამოცდახუთმა ოჯახმა მიიღო.
#სიღნაღისმუნიციპალიტეტისადგილობრივითვითმმართველობა