ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებთან

25 ივლისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან ერთად, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრაზე ლეგიონის წარმომადგენლებმა მერს და მერიის თანამშრომლებს მათი ორგანიზაცის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდების და ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვა, კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადება და ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა იყო.

შეთანხმებისამებრ, აგვისტოს თვეში გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონი საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსს დაიწყებს, რომელში ჩართვა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-22 წლის ახალგაზრდებისთვის იქნება შესაძლებელი. კურსი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მსურველებისთვის ამ კურსის გავლა სრულიად უფასო იქნება.

 

გააზიარე