ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ევროპის განათლების ფონდის წარმომადგენლებთან

12 April, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, სამოქალაქო ორგანიზაციის და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ევროპის განათლების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში სერვისების წვდომასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე, პროფესიული განათლების სისტემის დანერგვასა და დასაქმების პერსპექტივაზე, მუნიციპალურ სოციალურ მომსახურებასა და არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.
ევროპის განათლების ფონდი განათლების და დასაქმების კუთხით მუნიციპალიტეტებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად მუშაობას გეგმავს, რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, ადგილობრივ სერვისებზე ინკლუზიური წვდომა და მისი ხარისხის გამჯობესება.

 

გააზიარე