შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელთან
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Jica) მუდმივ წარმომადგენელს, მორი ჰიროიუკს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობა და ის მიმართულებები განიხილეს, რომელსაც საქართველოში აღნიშნული სააგენტო ახორციელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა, ერთობლივად სხვადასხვა პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტურიზმის და აგრარული მიმართულებების განვითარების ხარისხს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, დარგობრივი მიმართულებები შეირჩევა და სამომავლო გეგმები დაისახება.
შეხვედრაზე ორივე მხარე შეთანხმდნენ, რომ პროექტების განხორციელების პერიოდში ახალგაზრდების ჩართულობა შედეგებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, საჯარო მოხელეების გადამზადებას, ტექნიკურ და საგრანტო დახმარებას გულისხმობს.