შეხვედრა „ლიტერატურული სიღნაღის“ რედაქტორთან
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი ალმანახი - „ლიტერატურული სიღნაღის“ რედაქტორს, ანზორ სიფრაშვილს შეხვდა. მათ სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ახალი გეგმები დასახეს.
როგორც მალხაზ ბეგიაშვილმა აღნიშნა, ლიტერატურული ცხოვრების აქტიური ტემპი სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია და აფასებს მწერლების, პუბლიცისტების, პოეტების მოღვაწეობას. ამასთან ერთად, შემოქმედი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ალმანახის რედაქტორის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის შეთანხმებით, რედკოლეგია ახალგაზრდებს, მოსწავლეებს, შესაძლებლობას მისცემს, რომ შემოქმედებით საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და პირველი ნაბიჯები სწორედ „ლიტერატურულ სიღნაღში“ გადადგან.
ალმანახი „ლიტერატურული სიღნაღი“ 2016 წელს დაარსდა და მიმდინარე წელს საიუბილეო ნომერს გამოსცემს.