ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან

24 მარტი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა სამსახურის უფროსებისგან გასული სამი თვის მანძილზე გაწეული მუშაობის და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში მოისმინა.
სამუშაო შეხვედრაზე, ასევე, მერიის მუშაობის პროცესში გადასაწყვეტ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის ეფექტური მუშაობისა და შედეგზე ორიენტირების მიზნით, არსებული სიახლეების და საჭიროებების შესახებ, მიზანშეწონილია სამსახურის უფროსებმა დარგობრივი სფეროების მიხედვით პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია.
მალხაზ ბეგიაშვილმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ყველა პრობლემურ საკითხზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ზომების მიღება დაავალა.
 
გააზიარე