ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ტურიზმის განვითარების საკითხებზე

25 მარტი, 2022
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, ორგანიზაცია „DMO - " Visit Kakheti "-დირექტორის მოადგილეს, ელენე პაპუნაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ყველა ის პროექტი და მიმართულება განიხილეს, რომელსაც „DMO " Visit Kakheti“ და სიღნაღის მუნიციპალიტეტი ერთობლივი საქმიანობით, ტურიზმის განვითარებისა და ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განახორციელებენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ ორგანიზაციასთან ეკოტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის, ახალი პროდუქტებისა და საფესტივალო ღონისძიებების მიმართულებით იმუშავებს.
შეხვედრის მიზანია ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების იდენტიფიკაცია და მათი განვითარება, რაც სიღნაღის მუნიციპალიტეტს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
 
გააზიარე