ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრები მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში

18 თებერვალი, 2022

 სიღნაღის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება.

 მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი გამოიყო. მოსახლეობა, ტრადიციულად, თავად აირჩევს პრიორიტეტებს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:

✅ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);

✅ სარწყავი სისტემები;

✅ სანიაღვრე არხები;

✅ ნაპირსამაგრი სამუშაოები;

✅ გზები და გზისპირა მოსაცდელები;

✅ ხიდები, ცხაური, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები;

✅ გარე განათება;

✅ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

✅ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

✅ ამბულატორიის შენობები;

✅ სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

✅ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

✅ სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;

✅ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

✅ მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;

შეხვედრების გრაფიკი იხილეთ თანდართულ ფოტომასალაზე.

 

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

#მოსახლეობასთანშეხვედრები

#სიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია 

 

გააზიარე