შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია სოფელ ილიაწმინდაში
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სოფელ ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ღირებულება 595 998 ლარია, 591 მეტრის მანძილზე ასფალტობეტონის გზის საფარის, სანიაღვრის, ეზოებში მისასვლელი მონაკვეთების და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვლისწინებს.
გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.